Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქალაქ წნორში სიხაშვილის ქუჩის გზის რეაბილიტაცია

7 March, 2022

ქალაქ წნორში სიხაშვილის ქუჩის გზის რეაბილიტაცია თითქმის დასრულებულია.

პროექტის მიხედვით 559 მეტრის მანძილზე ორფენოვანი ასფალტის საფარის ორივე ფენა უკვე დაგებულია. ასევე მოწყობილია სანიაღვრეები და ტროტუარები.

დარჩენილია საგზაო ნიშნების დამონტჟება.

გზის რეაბილიტაცია რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, რომელზეც 566039 ლარი დაიხარჯება. 

 

Share page