Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა

9 March, 2022

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სიღნაღის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა.

თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა საკონსულტაციო კრებები ყველა სოფელში გამართეს.

ადგილობრივმა მოსახლეობამ, სოფლის საჭიროებიდან გამომდინარე, თავად გადაწყვიტა რაში დაიხარჯება მათთვის განკუთვნილი თანხა.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოები სავარაუდოდ მაისის თვიდან დაიწყება.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ სიღნაღის მუნიციპალიტეტში ჯამში 340 000 ლარი დაიხარჯება. 

 

Share page