ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
მოქალაქეთა მომსახურებისა და მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების მიზნით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია სოციალური პოლიტიკის მიმართულებებს აძლიერებს.
თემი „ქედელის“ ორგანიზებით, პროექტის - „სიღნაღის მუნიციპალიტეტის ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი, მალხაზ ბეგიაშვილი, შეზღდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკონსულტაციო საბჭოს წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე საქართველოს კანონი შშმ პირთა უფლებებისთვის და მუნიციპალიტეტისთვის განსაზღვრული უფლებამოსილებები განიხილეს.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიამ თემ „ქედელთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომელიც მოწყვლადი ჯგუფისთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკონსულტაციო საბჭოს წევრების მიერ საჭიროებების კვლევის ანალიზს, სტრატეგიული დოკუმენტის და სამოქმედო გეგმის შემუშავებას ითვალისწინებს.