სპორტული მოედანი საქობოში
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში ახალი ღია სპორტული მოედნის მოწყობა მიმდინარეობს.
600 კვ. მეტრის ფართობზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხელოვნურსაფარიანი მოედნის მშენებლობა მარტში დასრულდება.
სათამაშო მოედნის მოწყობა სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომელზეც 101 111 ლარი დაიხარჯება.