Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მაჩხაანის სკოლის მშენებლობა

15 March, 2022

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე შენობის კარკასის სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია.მოწყობილია შიდა და გარე კედლები. ამჟამად მიმდინარეობს საკომუნიკაციო ქსელების მოწყობა და საკლასო ოთახების მოპირკეთება.

საჯარო სკოლის შენობა გათვლილია 90 მოსწავლეზე. პროექტი ითვალისწინებს საკლასო ოთახების, კაბინეტების, ლაბორატორიების, ბიბლიოთეკის, კანცელარიის, სამასწავლებლოს, ექიმის კაბინეტის, მანდატურის ოთახისა და სანიტარული კვანძის ბლოკების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვას.

სკოლის ტერიტორიაზე, ასევე, სარეკრეაციო სივრცე და ღია ხელოვნურსაფარიანი კომბინირებული სპორტული მოედანი მოეწყობა.

ახალი სკოლის მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს და მასზე 1 848 190 ლარი დაიხარჯება. 

 

Share page