ბოდბისხევში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია განხორციელდება
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში ორი საუბნო - „საწყობების“ და „სადალაქოს“ გზის რეაბილიტაცია განხორციელდება.
პროექტი, რომლის ღირებულებაც 670 000 ლარია, 790 მეტრის მანძილზე ასფალტო-ბეტონის გზის საფარის დაგებას და სანიაღვრის მოწყობას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული გზები წლების განმავლობაში ამორტიზირებულია და მოსახლეობას გადაადგილება უჭირს.
გზების რეაბილიტაციას რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდი და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი დააფინანსებს.