Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

კიკბოქსინგი

19 March, 2022

   სიღნაღის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სპორტის განვითარების ცენტრის ორგანიზებით, ქალაქ წნორში კიკბოქსინგის კახეთის რეგიონული ღია რინგი გაიმართა.

შეჯიბრში მონაწილეობა 50-მა სპორტსმენმა მიიღო. რინგზე ასპარეზობდნენ დედოფლისწყაროს (მწვრთნელი - თენგიზ კარაგვეზაშვილი), გურჯაანის (მწვრთნელი - რამაზ მანგოშვილი) და სიღნაღის (მწვრთნელი - დავით სარდალიშვილი და ლევან სარდალიშვილი) გუნდები.

სიღნაღელმა მწვრთნელმა დავით სარდალიშვილმა საუბრისას განმარტა, რომ დღევანდელი შეჯიბრი მთლიანად სპორტსმენების და განსაკუთრებით ახალბედა მებრძოლების განვითარებაზე იყო ორიენტირებული.

შეჯიბრს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, მოადგილესთან დავით დურგლიშვილთან ერთად ესწრებოდა.

შეხვედრის დასასრულს შეჯიბრის ყველა მონაწილეს ა(ა)იპ სპორტის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა შოთა ბეგიაშვილმა დიპლომები გადასცა.

 

Share page