Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქალაქ სიღნაღში სასაფლაოსთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია

22 March, 2022
ქალაქ სიღნაღში სასაფლაოსთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია განხორციელდება.
პროექტის მიხედვით, საავტომობილო გზების ორ სხვადასხვა მონაკვეთზე, 1225 მეტრის მანძილზე ბეტონის საფარი დაიგება.
აღნიშნული სამუშაოები, სრულად მოაწესრიგებს სარეაბილიტაციო მონაკვეთებზე საგზაო ინფრასტრუქტურას, რაც უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.
გზების რეაბილიტაცია რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომელზეც 390 000 ლარი დაიხარჯება.
 
Share page