Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საკრებულოს სოლიდარობის აქცია

24 March, 2022
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა საომარი მოქმედების დროს უკრაინიდან სოფელ ვაქირში დაბრუნებული უკრაინის მოქალაქე ნუგზარ ვარდიაშვილი მოინახულეს. საკუთარი სახსრებით შეგროვილი თანხა, საკვები პროდუქტები, მედიკამენტები და პირველადი მოხმარების საჭირო ნივთები გადასცეს.
 
,,გაოცებული ვარ იმ მხარდაჭერითა და მორალური თანადგომით რასაც ჩემს მიმართ გამოხატავთ. ეს ყველაფერი დიდ ემოციებთან არის დაკავშირებული, მადლობას გიხდით. აქ მშვიდობიანად ვარ, თუმცა ჩემი ოჯახის წევრები და ახლობლები საომარ მოქმედებებში იღებენ მონაწილეობას, რაზეც ძალიან ვნერვიულობ, ვიმედოვნებ, ეს ყველაფერი მალე დასრულდება“ განაცხადა ნუგზარ ვარდიაშვილმა.
 
Share page