Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საკრებულოს სხდომა - სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო

29 March, 2022
დღეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, საკრებულოს წევრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს უკრაინაში საომარი მოქმედების დროს დაღუპულთა ხსოვნას. სხდომას სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი ესწრებოდა.
დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები განიხილეს:
1. „სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 23 დეკემბრის #13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
მომხსენებელი: მალხაზ სიფრაშვილი, მალხაზ ხუციშვილი.
2. „სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ “ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 აპრილის #21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
მომხსენებელი: ლია ბაკაშვილი, ნანა ნანობაშვილი.
3. ა(ა)ი.პ. სიღნაღის სახელოვნებო და საგანმანათლებო მომსახურების ცენტრის დირექტორის ნათელა ნადიკაშვილის 2021 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ;
მომხსენებელი: ნათელა ნადიკაშვილი, ნანა ნანობაშვილი.
4. „სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 მარტის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
მომხსენებელი: ია პაპუაშვილი, მალხაზ ხუციშვილი.
5. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის ვასილ ბალიაშვილის 2021 წლის გაწეული მუშაობის ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ;
მომხსენებელი ვასილ ბალიაშვილი, მალხაზ ხუციშვილი.
6. „სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის ადგილობრივი მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრისა და შეღავათის დადგენის შესახებ “ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის #37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
მომხსენებელი: ია პაპუაშვილი, ირაკლი ზურაშვილი.
7. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის მეორე კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ;
მომხსენებელი: მზია სუხიშვილი.
8. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოს აპარატში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეთანხმების შესახებ;
მომხსენებელი: მზია სუხიშვილი.
9. ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
მომხსენებელი: მზია სუხიშვილი.
10. „სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 იანვრის #3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ;
მომხსენებელი: მალხაზ ქადაგიშვილი, ზურაბ მინდორაშვილი.
11. „სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 აგვისტოს #28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
მომხსენებელი: მალხაზ ხუციშვილი.
12. „სიღნაღის მუნიციპალიტეტის, მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირების კაპიტალში ან/და ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციის, ინვენტარიზაციის შედეგად მიღებული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 დეკემბრის #32 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ;
მომხსენებელი: მზია სუხიშვილი.
13. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი სოფლის პროგრამის მხარდაჭერის პროექტის“ ფარგლებში მუნიციპალიტეტის სოფლებში განსახორციელებელი პროექტების დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი: გიორგი ბაღანაშვილი, ირაკლი ზურაშვილი.
 
Share page