Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სოლიდარობის აქცია

6 April, 2022
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლების ინიციატივით, უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია გაიმართა. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ჯანიკაშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ დავით დურგლიშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა საომარი მოქმედებების დროს უკრაინიდან მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩამოსული მოქალაქეები მოინახულეს. მერიის სამსახურებმა თერთმეტი უკრაინელი ოჯახის საჭიროებები შეისწავლეს და საკვებ პროდუქტებთან ერთად, მათი საჭიროებებიდან გამომდინარე შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს.
,,საომარი მოქმედებების დროს მუნიციპალიტეტში ჩამოსული უკრაინელი ხალხის მიმართ გამოვხატავთ სოლიდარობასა და თანაგრძნობას. ვუსურვებთ მხნეობას და მშვიდობას,“-აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა, მალხაზ ბეგიაშვილმა.
 
Share page