ლექცია-სემინარი „ტრადიცია და თანამედროვეობა"
დღეს, სიღნაღის თეატრის შენობაში პროფესორის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, გია ბაღაშვილის საჯარო ლექცია-სემინარი გაიმართა.
ლექციის თემა „ტრადიცია და თანამედროვეობა“ იყო, რომელიც ქართული ეთნოკულტურული ტრადიციების განსაკუთრებული მნიშვნელობის წარმოჩენას ისახავდა მიზნად.
ლექცია-სემინარის დასასრულს ამსამბლ „მრავალჟამიერისა“ და ადგილობრივი შემსრულებლების მიერ ძველი, მრავალხმიანი ქართული სიმღერები შესრულდა.
სემინარს, დამსწრე საზოგადოებასთან ერთად , სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილი, მერის პირველი მოადგილე დავით დურგლიშვილი და კომპოზიტორი, ავტორ-შემსრულებელი ლეილა ლეგაშვილი ესწრებოდნენ.