Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შეხვედრა სოფლის მოსახლეობასთან

28 April, 2022

პარლამენტის წევრი დავით სონღულაშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილი სოფელ ანაგის, ვაქირის და ბოდბისხევის მოსახლეობას შეხვდნენ.

მათ ადგილობრივებთან სოფელში არსებული საჭიროებების შესახებ ისაუბრეს. განიხილეს 24-საათიანი წყალმომარაგების საკითხი, რომლის დასრულებასაც მოსახლეობა განსაკუთრებულად ელოდება.

საუბარი სოფლების სხვადასხვა მიმართულებით განვითარებასაც შეეხო. ადგილობრივებისგან ბევრი საინტერესო იდეა დასახელდა.

 

Share page