Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ზეიმი წნორის საბავშვო ბაღში

8 June, 2022

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში წნორის საბავშვო ბაღში ღონისძიება გაიმართა.

ზეიმს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშილი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.

ღონისძიება მრავალფეროვანი იყო, რომელშიც ბავშვებთან ერთად ბაღის თანამშრომლები და სხვადასხვა ზღაპრის გმირები მონაწილეობდნენ.

ბავშვებმა დამსწრე საზოგადოებისთვის საცეკვავო ნომრები შეასრულეს, ხოლო აღმზრდელებმა მოწვეული სტუმრებისთვის თოჯინების თეატრი ჩაატარეს.

დასასრულს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც საბავშვო ბაღის ფერადი ქაღალდებით აწყობას გულისხმობდა. 

 

Share page