Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შეხვედრა ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან

9 June, 2022

ტურისტული სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი პირველ მოადგილესთან დავით დურგლიშვილთან და ტურიზმის განყოფილების თანამშრომლებთან ერთად, ქალაქში მომუშავე რესტორნებისა და სასტუმროების მფლობელებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ ისაუბრეს. შეხვედრაზე გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემური საკითხი, რომლის მოგვარება უახლოეს პერიოდში, კერძო და საჯარო სექტორის ერთობლივი, შეთანხმებული მუშაობის შედეგად იქნება შესაძლებელი. სამუშაო შეხვედრის დასასრულს მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

 

Share page