გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა
დღეს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე საბჭოს წევრებმა შემდეგი საკითხები განიხილეს.
დღის წესრიგი:
1. გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის ,, კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისათვის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიშისა და რეკომენდაციების გაცნობის შესახებ.
მომხსენებელი: გია პავლიაშვილი
2. ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 აგვისტოს N24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
მომხსენებელი: ნანა ნანობაშვილი
3. ა.ა.ი.პ ,, ერთად რეალური ცვლილებებისათვის“ პროექტის ,,გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა“ ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.
მომხსენებელი: თამთა ზაქარიაშვილი