მხიარულთა და საზრიანთა სასკოლო ჩემპიონატი
20 ივნისიდან სიღნაღის მუნიციპალიტეტში მხიარულთა და საზრიანთა სასკოლო ჩემპიონატის თამაშები დაიწყება.
მასში საჯარო სკოლის მოსწავლეებისგან შემდგარი 15 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომელთა გამოსვლებს ჟიური შეაფასებს.
სასკოლო ჩემპიონატი რამოდენიმე ეტაპად წარიმართება. ამ დროის განმავლობაში ჟიური საუკეთესო გუნდს გამოავლენს, რომელიც რეგიონულ შეჯიბრში მიიღებს მონაწილეობას.
პირველი თამაში სიღნაღის თეატრის შენობაში 16 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება ყველა მსურველისთვის იქნება შესაძლებელი.