Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

„კომუნალური1“-ის თანამშრომლებს სპეცტანსაცმელი გადაეცათ

17 June, 2022

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ დავით დურგლიშვილმა ა(ა)იპ „კომუნალური1“-ის თანამშრომლებს სპეცტანსაცმელი გადასცეს.

მეეზოვეებისთვის მაისურები და ჟილეტები, ხოლო მძღოლებისთვის და ნაგავმზიდ მანქანაზე მომუშავე თანამშრომლებისთვის ქურთუკები და შარვლები შეიკერა.

როგორც კომუნალურ სამსახურში აღნიშნეს, თანამშრომელთათვის სპეცტანსაცმლის გადაცემა კიდევ იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ მათ ეკიპირებაში მომდევნო ეტაპზე სამუშაო ფეხსაცმელიც იქნება გათვალისწინებული.

 

Share page