Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ლავანდების ყვავილობა დაიწყო

20 June, 2022

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში (თბილისიდან 80 კილომეტრში) ლავანდების ულამაზესი პლანტაციები მდებარეობს. ლავანდის პლანტაციას სეზონზე უამრავი ტურისტი სტუმრობს.

ამ ულამაზესი სანახაობის ხილვა ივნისის შუა რიცხვებიდან რამდენიმე კვირის განმავლობაშია შესაძლებელი, ესაა პერიოდი, როცა ლავანდა იწყებს ყვავილობას. აღსანიშნავია, რომ ლავანდის პლანტაციები საქართველოში მხოლოდ ერთგან, სოფელ ნუკრიანშია გაშენებული. იქ სტუმრობა ნებისმიერი მსურველისთვის განსაზღვრულ დროს - 11:00 სთ - დან - 17:00 სთ-მდეა შესაძლებელი.

ამ მშვენიერი ყვავილის ისტორია საუკუნეებს ითვლის. იგი ძველთაგანვე პარფიუმერიაში გამოიყენებოდა.

გარდა ამისა, მას განტვირთვის საშუალებად და სამკურნალოდაც იყენებდნენ. შუა საუკუნეებში ლავადა საკრალური მცენარეც კი გახდა, მას კათოლიკური ეკლესია ავი სულების განსადევნად იყენებდა.

პირველად ლავანდის ზეთის მიღება მეთორმეტე საუკუნეში შეძლეს და მას მერე კოსმეტიკის და თავის მოვლის საშუალებებში აქტიურად გამოიყენება.

#ლავანდებისპლანტაცია

 

Share page