Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

კომისიის სხდომები - სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო

19 July, 2022

დღეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკისა და ქონების მართვის, ასევე კულტურის, განათლების, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისიების სხდომა გაიმართა.

კომისიებზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:

საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა

დღის წესრიგი:

1. ,,ა(ა)იპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ცენტრის დირექტორის შოთა ბეგიაშვილის 2022 წლის 6 თვის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ".

მომხსენებელი: შოთა ბეგიაშვილი

საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა

დღის წესრიგი:

1. „სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაღაროში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 61კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული ჭაბურღილის (ს.კ. N56.11.42.275) სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ“;

მომხსენებელი: ვაჟა მატიაშვილი

2. „სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაღაროში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული ჭაბურღილის (ს.კ.N 56.11.42.323) სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ“;

მომხსენებელი: ვაჟა მატიაშვილი

3. „სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფ.ილიაწმინდაში მდებარე 1969 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარე 720კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობაში (ს.კ. N56.12.42.005, ადმინისტრაციული შენობა) მე-2 სართულზე არსებული 73,5 ფართის 2 ოთახის სასყიდლით სარგებლობის უფლებით (იჯარა) თამარ კვეზერელზე გადაცემასა და საიჯარო ქირის საფასურზე თანხმობის მიცემის შესახებ“

მომხსენებელი: ვაჟა მატიაშვილი

 

Share page