დასუფთავების აქცია
სიღნაღის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა, რომელშიც მერის პირველ მოადგილესთან დავით დურგლიშვილთან ერთად საჯარო მოხელეები, ა(ა)იპ-ების თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობა იღებდნენ მონაწილეობას.
აქციის ფარგლებში ბოდბის ე.წ. „დაცული ტყის“ ტერიტორია დასუფთავდა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები სიღნაღის მუნიციპალიტეტში ხშირად იმართება, რომელშიც საჯარო მეხელეები აქტიურად მონაწილეობენ.
შეგახსენებთ, რომ კახეთის რეგიონი ზედიზედ მეოთხედ კონკურსის "სუფთა რეგიონი" გამარჯვებულია, სიღნაღის მსგავსად დასუფთავების მასშტაბური აქციები რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც მუდმივ რეჟიმში იმართება.