Hot line : +995 551 50 22 88 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბიუროს სხდომა - სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო

25 July, 2022

დღეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, ბიუროს წევრებმა საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცეს, რომელიც 2022 წლის 29 ივლისს 12:00 საათზე სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: ქ.სიღნაღი, დავით აღმაშენებლის მოედანი #2 ) გაიმართება.

დღის წესრიგი:

1. „სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაღაროში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების 61კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ჭაბურღილის (ს.კ. N56.11.42.275) სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ“;

მომხსენებელი: მალხაზ ქადაგიშვილი, ზურაბ მინდორაშვილი

2. „სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაღაროში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ჭაბურღილის (ს.კ.N 56.11.42.323) სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ“;

მომხსენებელი: მალხაზ ქადაგიშვილი, ზურაბ მინდორაშვილი

3. „სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფ.ილიაწმინდაში, (ს.კ.N56.12.42.005) 1969 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის მეორე სართულის 308,04 კვ.მ ფართიდან 2 ოთახის 73,5 კვ.მ-ის სასყიდლით სარგებლობის უფლებით (იჯარა), აუქციონის წესით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და ქონების საიჯარო ქირის საწყისი წლიური საფასურის განსაზღვრის შესახებ“;

მომხსენებელი: მალხაზ ქადაგიშვილი, ზურაბ მინდორაშვილი

4. „სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსის ილია ხუციშვილის 2021 წლის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ“;

მომხსენებელი: ილია ხუციშვილი, მზია სუხიშვილი

5. „ა(ა).ი.პ. სიღნაღის მუნიციპალიტეტის „სპორტის განვითარების ცენტრის“ დირექტორის შოთა ბეგიაშვილის 2022 წლის 6 თვის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ“

მომხსენებელი: შოთა ბეგიაშვილი, ნანა ნანობაშვილი

 

Share page