Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიღნაღის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილო

27 July, 2022

სიღნაღის უფასო სასადილოს მოსარგებლეები, სულ მალე, ახალ ჰასპის (HACCP) სტანდარტის შესაბამის გარემოში მიიღებენ კუთვნილ მომსახურეობას.

ამ ეტაპზე, სასადილოს შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელიც შიდა სარემონტო სამუშაოებს, კერძოდ სამზარეულოს, სველი წერტილების და დარბაზის სრულ განახლებას ითვალისწინებს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამზარეულო აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტექნიკითა და ინვენტარით. მნიშვნელოვანია, რომ ობიექტს სერტიფიცირებული მომსახურე პერსონალი ეყოლება.

პროექტი სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მასზე 39416 ლარი დაიხარჯება.

 

 

Share page