მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის სექტემბრის თვის სოციალური პაკეტი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის სოციალური პაკეტით 2022 წლის სექტემბერში ისარგებლა 205 მოქალაქემ და მასზე დაიხარჯა 61 650 ლარი.
კერძოდ:
სამედიცინო გამოკვლევების თანადაფინანსება (26 ბენეფიციარი) – 11 550 ლარი;
სამედიცინო მკურნალობის მუხლი (8 ბენეფიციარი) – 4750 ლრი;
ოპერაციების თანადაფინანსება (28 ბენეფიციარი) – 19 100 ლარი;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა (36 ბენეფიციარი) - 4 400 ლარი;
ოჯახების და ბავშვების სოციალური დაცვა (10 ბენეფიციარი) - 2000 ლარი;
განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა ერთჯერადი სოციალური დახმარება (56 ბენეფიციარი) - 9450 ლარი;
იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური დაცვა (1 ბენეფიციარი) - 100 ლარი;
ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა სოციალური დაცვა (1 ბენეფიციარი) - 150 ლარი;
მარტოხელა და მარჩენალდაკარგული მშობლის სოციალური დაცვა (1 ბენეფიციარი) - 200ლარი;
სოციალურად დაუცველი სტუდენტების, ობოლი და მრავალშვილიანი ოჯახის სტუდენტების დახმარება (6 ბენეფიციარი) - 6750 ლარი;
დიალეზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე მოქალაქეებზე ყოველთვიურად გასაცემმა თანხამ შეადგინა (32 ბენეფიციარი) - 3200 ლარი.