დაზიანებული საცხოვრებელი სახლების აღდგენა
დაზიანებული საცხოვრებელი სახლების აღდგენა (მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნა)
დაზიანებული საცხოვრებელი სახლების შეკეთება (მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნა) მოხდება ეკონომიკურად უკიდურესად გაჭირვებული შემდეგი კატეგორიის ოჯახებისათვის:
მარტოხელა პენსიონერი, მრავალშვილიანი, შრომისუუნარო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომელთაც არ ჰყავთ მარჩენალი.
ამ მუხლით განსაზღვრულმა ბენეფიციარებმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
3. საცხოვრებელი სახლების სარემონტო სამუშაოები განხორციელდება სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შექმნილი შესაბამისი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით.
4. ჩატარებული სამუშაოების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 5000 (ხუთიათასი) ლარს.