Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა

28 October, 2022
სიღნაღის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა უწყვეტად მიმდინარეობს.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა, მალხაზ ბეგიაშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ დავით დურგლიშვილმა, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა გიორგი ბაღანაშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სოფელ მაღაროსა და ილიაწმინდაში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია დაათვალიერეს და სამუშაოს მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ.
სოფელ ილიაწმინდასა და მაღაროში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია დაიწყო.
ამ დროისთვის გზებზე სანიაღვრე სისტემის მოწყობა მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ ილიაწმინდაში ათწლეულების განმავლობაში აღნიშნული გზის რეაბილიტირება არ მომხდარა, ხოლო სოფელ მაღაროში შიდა საუბნო გზაზე ასფალტი პირველად იგება.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომელზეც ჯამში 1 225 994 ლარი დაიხარჯება.
განახლებული გზებით ცხრაასი ბენეფიციარი ისარგებლებს.
 

 

Share page