Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მაღაროს საჯარო სკოლაში შემოდგომის ზეიმი გაიმართა

28 October, 2022
მაღაროს საჯარო სკოლაში შემოდგომის ზეიმი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას მოსწავლეები იღებდნენ. მათ დამსწრე საზოგადოების წინაშე სიმღერები, ცეკვები, ლექსები, და ქართული ფილმებიდან ნაწყვეტები წარადგინეს.
ღონისძიებას სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილი, რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლია ბეჟაშვილი და ადგილობრივი ბიზნესმენი გია ქადაგიშვილი ესწრებოდნენ.
გია ქადაგიშვილმა კონცერტის დაწყებამდე სკოლას საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადასცა და სამომავლო დახმარებასაც დაჰპირდა.
შემოდგომის ზეიმი თათარის მოდუღებით, ჩურჩხელის გავლებით და შემოდგომის ნობათის დაგემოვნებით დასრულდა.

 

 

Share page