Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საკრებულოს სხდომა - სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო

31 October, 2022
დღეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები განიხილეს
დღის წესრიგი:
1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსის ლია ბაკაშვილის 2022 წლის 9 თვის ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ;
მომხსენებელი: ლია ბაკაშვილი, ნანა ნანობაშვილი
2. ა.(ა)ი.პ. სიღნაღის მუნიციპალიტეტის „უფასო სასადილოს“ დირექტორის ქეთევან ნადირაშვილის 2022 წლის 9 თვის ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ;
მომხსენებელი: ქეთევან ნადირაშვილი, ნანა ნანობაშვილი
3. „სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 აპრილის N21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“;
მომხსენებელი: შალვა ბახტურიძე, ნანა ნანობაშვილი
4. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, ( ს/კ 56.14.42.320, ს/კ 56.14.42.057 -ის N 2 შენობა-ნაგებობა, 56.1441.060-ის N1 შენობა-ნაგებობა) სასყიდლით სარგებლობის უფლებით (იჯარა) აუქციონის წესით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და ქონების საწყისი საიჯარო ქირის საფასურის განსაზღვრის შესახებ;
მომხსენებელი: მალხაზი ქადაგიშვილი, ზურაბ მინდორაშვილი
5. „სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის ქ. სიღნაღში, დ. აღმაშენებლის მოედანზე მდებარე შენობის (საკ.კოდი #56.14.41.131) პირველი სართულის (ლოლაშვილის ქუჩის მხრიდან) 2 ოთახის (ფართით 44.4 კვ.მ ) პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლით სარგებლობის უფლებით (იჯარა) გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის წლის 30 ივნისის #40 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
მომხსენებელი: მალხაზ ქადაგიშვილი, ზურაბ მინდორაშვილი
6. საპრივატიზებო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი: მალხაზ ქადაგიშვილი, ზურაბ მინდორაშვილი
 
სხდომას ასევე ესწრებოდნენ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, მერის პირველი მოადგილე დავით დურგლიშვილი და მოადგილე გოჩა ვარდიაშვილი.
 
 

 

Share page