შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია სოფელ მაშნაარში
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშნაარში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის ღირებულება 487 790 ლარია, რომელიც 677 მეტრის მანძილზე ასფალტის საფარის დაგებას და სანიაღვრის მოწყობას ითვალისწინებს.
განახლებული გზით მოსახლეობა 2023 წლის მარტიდან ისარგებლებს.
რეაბილიტაციამდე აღნიშნული გზა ამორტიზირებული იყო და მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ გზაზე ასფალტის საფარი პირველად იგება.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.