Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სოფელ მაღაროში შიდა საუბნო გზის რებილიტაცია

25 November, 2022
სიღნაღის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა უწყვეტად მიმდინარეობს
სოფელ მაღაროში ე.წ. „ფოთოლაანთ“ უბნის გზაზე ასფალტობეტონის პირველი ფენის დაგება დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთი კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე გზის დაგებას და სანიაღვრის მოწყობას ითვალისწინებს.
სამუშაო პროცესი მერის პირველმა მოადგილემ დავით დურგლიშვილმა, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა გიორგი ბაღანაშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე მოინახულეს.
სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება.

 

Share page