Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

„რა? სად? როდის?“

1 December, 2022
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ქალაქ სიღნაღის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაშის -„რა? სად? როდის?“შემოდგომის სერიის ფინალური ტური გაიმართა.
ფინალში ექვსი საჯარო სკოლის გუნდი მონაწილეობდა.
ქულათა რაოდენობის მიხედვით, პირველი ადგილი ილიაწმინდის, მეორე - ტიბაანის, მესამე - ქვემო ბოდბის საჯარო სკოლებმა დაიკავეს.
გამარჯვებულ გუნდებს საჩუქრები სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ჯანიკაშვილმა, მერის მოადგილემ გოჩა ვარდიაშვილმა, რესურსცენტრის უფროსმა ლია ბეჟაშვილმა და კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფრომა ხათუნა აღამონაშვილმა გადასცეს.
წამყვანის ნომინაციაში, საუკეთესო მოაზროვნის საჩუქარი ანი ბიძინაშვილს გადაეცა.
გამოვლინდა კიდევ ერთი საუკეთესო მოაზროვნე - გიორგი კახეთელიძე, რომელსაც სამახსოვრო საჩუქრი ა(ა)იპ სახელოვნებო და საგანმანათლებლო მომსახურების ცენტრის დირექტორმა ნათია ნადიკაშვილმა გადასცა.
ღონისძიების მიზანია სიღნაღის მუნიციპალიტეტში მოსწავლე-ახალგაზრდობის ერუდიციისა და ინტელექტუალური დონის ამაღლება.

 

 

Share page