Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქალაქ წნორში ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა გრძელდება

2 December, 2022
იღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა კვლავ გრძელდება.
ამ დროისთვის საძირკველის და კარკასის მშენებლობა დასრულებულია. მიმდინარეობს კედლების მოწყობა და გადახურვის სამუშაოები.
სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსდება საჭიდაო, ასევე, კალათბურთის და ფრენბურთის სათამაშო დახურული დარბაზები და 150 ადამიანზე გათვლილი საგულშემატკივრო ტრიბუნა.
შენობა აღიჭურვება გასახდელებით, საშხაპეებით და ადმნისტრაციისთვის განკუთვნილი ოთახებით.
ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

 

Share page