Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირთა საერთაშორისო დღე

6 December, 2022
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის, მალხაზ ბეგიაშვილის ინიციატივითა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს ორგანიზებით, მიზნობრივი ჯგუფის წარმომადგენლებისთვის მათი უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი, მალხაზ ბეგიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის, ბიზნესის სექტორის წარმომადგენლები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ესწრებოდნენ.
ღონისძიების მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა, სტრეოტიპების რღვევა და მათი უფლებების, თანასწორობის, ღირსების პატივსცემა.
წელს პირველად, ადგილობრივმა ბიზნესის წარმომადგენლებმა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და ღონისძიებისთვის დონაცია განახორცილეს. მალხაზ ბეგიაშვილმა აღნიშნა, რომ ინკლუზიური გარემოს უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
შშმ პირებს საბჭოს წევრებმა დღეს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

 

Share page