Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საკრებულოს სხდომა

7 December, 2022
დღეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები განიხილეს.
დღის წესრიგი:
1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი სიღნაღის მუნიციპალიტეტში 2023 წელს განსახორციელებელი საპროექტო წინადადების მოწონების შესახებ;
მომხსენებელი: გიორგი ბაღანაშვილი, ირაკლი ზურაშვილი.
2. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ;
მომხსენებელი: მალხაზ ქადაგიშვილი, ზურაბ მინდორაშვილი.
3. „სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში დ. აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (საკ.კოდი #56.04.50.440) 36 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე დამაგრებული 31 მ2 ფართობის შენობა-ნაგებობის პირდაპირი წესით სასყიდლით სარგებლობის უფლებით (იჯარა) გადაცემასა და ქირის საფასურის განსაზღვრაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 12 ოქტომბრის №65 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
მომხსენებელი: მალხაზ ქადაგიშვილი, ზურაბ მინდორაშვილი.
4. საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი: მალხაზ ქადაგიშვილი, ზურაბ მინდორაშვილი.

 

 

Share page