Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

კონცერტი "გაცოცხლებული წარსული"

12 December, 2022
11 დეკემბერს, ქალაქ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში კახეთის სალოტბარო სკოლების კონცერტი „გაცოცხლებული წარსული“ გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა სიღნაღის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სახელოვნებო და სამუსიკო სკოლების გაერთიანების ტრადიციული მუსიკის განყოფილების მოსწავლეებმა მიიღეს.
კონცერტს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი, მერის მოადგილე გოჩა ვარდიაშვილი და კულტურის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სალოტბარო სკოლების მეთოდისტმა დავით ცინცაძემ მაჟორიტარი დეპუტატს დავით სონღულაშვილს და მუნიციპალიტეტის მერს მალხაზ ბეგიაშვილს ტრადიციული მუსიკის განყოფილების დაარსებისას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.
„დღეს სამუსიკო სკოლების გაერთიანების ტრადიციული მუსიკის განყოფილების მოსწავლეები სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში პირველად წარდგნენ. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია მაქსიმალურად ხელს შეუწყობს, რომ ბავშვებმა წარმატებებს მიაღწიონ და ფართო ასპარეზზე გავიდნენ,“- აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გოჩა ვარდიაშვილმა.
სიღნაღში ტრადიციული მუსიკის განყოფილება 2021 წელს დავით სონღულაშვილის ინიციატივით დაარსდა. ამჟამად სალოტბარო გუნდში 90 მოსწავლე ირიცხება.

 

Share page