Hot line : +995 551 50 22 88 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბიუროს სხდომა

20 December, 2022
დღეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, ბიუროს წევრებმა საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში „მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის N46 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ" დამატებით საკითხად შეიტანეს.
დღის წესრიგი:
1. „სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 23 დეკემბრის #14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
მომხსენებელი: მალხაზი ხუციშვილი.
2. ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის, მერიის თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 18 იანვრის #2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
მომხსენებელი: მალხაზ სიფრაშვილი, მალხაზი ხუციშვილი.
3. ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 23 დეკემბრის #13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
მომხსენებელი: მალხაზ სიფრაშვილი, მალხაზი ხუციშვილი.
4. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი წესით სარგებლობის უფლებით (უსასყიდლო უზუფრუქტი) ,,ა(ა)ი.პ. საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგისთვის“ გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ.
მომხსენებელი: მალხაზ ქადაგიშვილი, ზურაბ მინდორაშვილი.
5. „მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმის დამტკიცების შესახებ” სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის N46 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.
მომხსენებელი: შალვა ბახტურიძე, ირაკლი ზურაშვილი.

 

Share page