Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საკრებულომ 2023 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დაამტკიცა

22 December, 2022
დღეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.
საზოგადოებას ბიუჯეტის პროექტი მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა წარუდგინა. სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტების განხორციელებას და სხვა აქტუალურ საკითხებს.
ბიუჯეტის პროექტი საკრებულომ ერთხმად დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა.ბიუჯეტის დამტკიცებას არ ესწრებოდნენ საკრებულოს წევრები ოპოზიციური პარტიებიდან.
საჯარო განხილვას მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიის, ა(ა)იპ-ების, სიღნაღში მცხოვრები ახალგაზრდები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების შემდეგ საკრებულომ 2022 წლის 20 დეკემბრის ბიუროს სხდომაზე დამტკიცებული დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები განიხილა:
1. „სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 23 დეკემბრის #14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
მომხსენებელი: მალხაზი ხუციშვილი.
2. ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის, მერიის თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 18 იანვრის #2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
მომხსენებელი: მალხაზ სიფრაშვილი, მალხაზი ხუციშვილი.
3. ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 23 დეკემბრის #13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
მომხსენებელი: მალხაზ სიფრაშვილი, მალხაზი ხუციშვილი.
4. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი წესით სარგებლობის უფლებით (უსასყიდლო უზუფრუქტი) ,,ა(ა)ი.პ. საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგისთვის“ გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ.
მომხსენებელი: მალხაზ ქადაგიშვილი, ზურაბ მინდორაშვილი.
5. „მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმის დამტკიცების შესახებ” სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის N46 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.
მომხსენებელი: ია პაპუაშვილი, ირაკლი ზურაშვილი.

 

Share page