Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა

18 January, 2023
1 თებერვლიდან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში დასახლების საერთო კრებები გაიმართება.
საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სიღნაღის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭრის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე 340 000 ლარი დაიხარჯება.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტებია:
✅ სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის, ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე-ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა.შ.);
✅ სარწყავი სისტემები;
✅ სანიაღვრე არხები;
✅ ნაპირსამაგრი სამუშაოები;
✅ გზები და გზისპირა მოსაცდელები;
✅ ხიდები, ცხაური, ხიდ-ბოგირები, გადასასვლელები;
✅ გარე განათება;
✅ სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;
✅ სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;
✅ ამბულატორიის შენობები;
✅ სასაფლაოების შემოღობვა და კეთილმოწყობა;
✅ სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი;
✅ სკვერები, მათ შორის, საბავშვო სკვერები, შესაბამისი ინვენტარით, აგრეთვე სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები, შესაბამისი ინვენტარით;
✅ წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი;
✅ მინი-ჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა; დამისამართება;
მუნიციპალიტეტის მოქალაქეებს 27 იანვრამდე შესაძლებლობა აქვთ მერიაში წარადგინონ საპროექტო წინადადება, შესაბამისი ფორმით.
საპროექტო წინადადების ფორმა იხილეთ მითითებულ ლინკზე:

 

საპროექტო წინადადებების ფორმა

Share page