Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შეხვედრა ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის მონაწილე ანსამბლების წარმომადგენლებთან

18 January, 2023
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი, მალხაზ ბეგიაშვილი, მოადგილეებთან დავით დურგლიშვილთან და გოჩა ვარდიაშვილთან ერთად, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის მონაწილე ანსამბლების „ლაშქრულის“ და „მრავალჟამიერის“ წარმომადგენლებს შეხვდა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა მათ ფესტივალში მიღწეული წარმატება მიულოცეს და ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2022-ის გამარჯვებულის სერტიფიკატი "ლაშქრულს," ხოლო ლაურეატის - "მრავალჟამიერს" გადასცეს.

 

 

Share page