Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სათამაშოები საბავშვო ბაღებს

25 January, 2023
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილი, მერის მოადგილე გოჩა ვარდიაშვილი, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ხათუნა აღამონაშვილი და სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების უფროსი თინათინ ბეგიაშვილი ქალაქ წნორის #2 საბავშვო ბაღს ეწვივნენ.
მალხაზ ბეგიაშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს სხვადასხვა სახეობის განმავითარებელი სათამაშოები გადასცეს და აღნიშნეს, რომ ხარისხიანი სკოლამდელი განათლების ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანია როგორც შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, ასევე, შემეცნებით-შემოქმედებითი უნარების განვითარება და სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის შესაბამისი ინვენტარის შეძენა.
ააიპ „სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებამ“ მიმდინარე წელს სხვადასხვა ასაკის და სახეობის განმავითარებელი სათამაშოები სიღნაღის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღს შეუძინა.

 

Share page