ბიუროს სხდომა
დღეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, ბიუროს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები განიხილეს
დღის წესრიგი:
1.”სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის პირველი კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ“;
მომხსენებელი: მზია სუხიშვილი
2. „სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების და ჯილდოს მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 სექტემბრის N25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი: ია პაპუაშვილი
3. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ;
მომხსენებელი: ია პაპუაშვილი
4. .მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის ხათუნა აღამონაშვილის 2022 წლის გაწეული მუშაობის ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ.
მომხსენებელი: ხათუნა აღამონაშვილი
სხდომას ბიუროს წევრებთან ერთად ესწრებოდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი და მერის მოადგილე გოჩა ვარდიაშვილი.
ბიუროს წევრებმა საკრებულოს სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცეს რომელიც 2023 წლის 27 იანვარს 14 :00 საათზე სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: ქ.სიღნაღი, დავით აღმაშენებლის მოედანი #2 ) გაიმართება.