Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

წმინდა ნინოს ხსენების დღე

27 January, 2023
დღეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთა სწორი ქალწულის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს.
ნინოობა ქართველი ერისათვის უდიდესი დღესასწაულია, თუმცა სიღნაღის მუნიციპალიტეტში ნინოობა განსაკუთრებულად აღინიშნება, რადგან წმინდანის საბოლოო განსასვენებელი ბოდბის დედათა მონასტერშია.
სადღესასწაულო წირვა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) ეპარქიის და მოწვეულ სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.
საზეიმო ლიტურგიას კახეთის მხარის გუბერნატორი გიორგი ალადაშვილი, პარლამენტის წევრი დავით სონღულაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილი და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი მოადგილეებთან ერთად ესწრებოდა.
წმინდა ნინოს ხსენება საქართველოში ორჯერ აღინიშნება, 1 ივნისს მისი საქართველოში შემოსვლის, ხოლო 27 იანვარს - მიცვალების დღე.

 

Share page