Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საკრებულოს სხდომა - სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო

27 January, 2023
დღეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს, სხდომას ასევე ესწრებოდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი და მერის მოადგილე გოჩა ვარდიაშვილი.
დღის წესრიგი:
1. „სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის პირველი კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ“;
მომხსენებელი: მზია სუხიშვილი
2. „სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების და ჯილდოს მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 სექტემბრის N25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი: ია პაპუაშვილი
3. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ;
მომხსენებელი: ია პაპუაშვილი
4. მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის ხათუნა აღამონაშვილის 2022 წლის გაწეული მუშაობის ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ.
მომხსენებელი: ხათუნა აღამონაშვილი

 

Share page