Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

2 February, 2023
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები სოფელ ნურკიანის, ბოდბისა და ქვემო ბოდბის მოსახლეობას შეხვდნენ.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოქალაქეების საჭიროებებს გაეცნენ და მათი დასახელებული პრიორიტეტული წინადადებები მოისმინეს.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ადგილობრივებმა სოფლებში სასაფლაოს შემოღობვა, გარე განათების და სკვერებში საბავშვო ატრაქციონების მოწყობა დაასახელეს.
2023 წელს პროგრამის ფარგლებში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სიღნაღის მუნიციპალიტეტისთვის 340 000 ლარი დაიხარჯება.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მოქალაქეთა აქტიური თანამონაწილეობით ხორციელდება და მიზნად პრიორიტეტული საკითხების გამოვლენის შედეგად საერთო გადაწყვეტლებების განხორციელებას ისახავს.

 

Share page