Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სოფელ ვაქირში არასამთავრობო ორგანიზაციამ საქველმოქმედო აქცია გამართა

6 February, 2023
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სოფელ ვაქირის ადმინისტრაციულ ერთეულში არასამთავრობო ორგანიზაციამ „კუმ დეო - მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის“ საქველმოქმედო აქცია გამართა.
პროფესორ სოლომონ ზეიკიძის ხელმძღვანელობით სხვადასხვა პროფილის ექიმებმა - კარდიოლოგმა, თერაპევტმა, ენდოკრინოლოგმა, ნევროლოგმა 50-ზე მეტ მოქალაქეს უფასო კონსულტაცია გაუწია. ამასთანავე მათ ძვირადღირებული მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ.
აქციის მიმდინარეობას სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი ადგილზე გაეცნო და ექიმებს გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

Share page