შეხვედრები მოსახლეობასთან
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები სოფელ ხორნაბუჯში, ყარაღაჯსა და ერისიმედში ჩატარდა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები მოსახლეობას შეხვდნენ და მათი საპროექტო წინადადებები მოისმინეს.
საკონსულტაციო შეხვედრებზე, ადგილობრივებმა შიდა საუბნო გზების, სასმელი წყლის საკითხს და სკვერის მოწყობას მიანიჭეს უპირატესობა.