Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მოსახლეობასთან დაგეგმილი შეხვედრები დასრულდა

10 February, 2023
სიღნაღის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან დაგეგმილი შეხვედრები დასრულდა.
პროგრამის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ადგილობრივებმა 2023 წელს დასაფინანსებელი პროექტები შეარჩიეს.
მოსახლეობამ პრიორიტეტი ძირითადად გარე განათების, სპორტული ტრენაჟორებისა და სკვერების მოწყობას მიანიჭა. ინფრასტრუქტურული პროექტები სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 2023 წელს განხორციელდება.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ სიღნაღის მუნიციპალიტეტში ჯამში 340 000 ლარი დაიხარჯება.

 

Share page