Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქალაქ წნორში სიხაშვილის ქუჩის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

13 February, 2023
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში სიხაშვილის ქუჩის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტი, რომლის ღირებულებაც 1 126 377 ლარია, 1365 მეტრის მანძილზე ორფენოვანი ასფალტის საფარის, სანიაღვრის, ეზოებში შესასვლელების, საგზაო ნიშნების და ტროტუარის მოწყობას ითვალისწინებს.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და სიღნაღის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.
რეაბილიტირებული გზით მოსახლეობა მარტიდან ისარგებლებს.

 

Share page