Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქალაქ წნორში კულტურის და დასვენების პარკის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

23 February, 2023
ქალაქ წნორში, ევდოშვილის ქუჩაზე, კულტურის და დასვენების პარკის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 1 997 156 ლარს შეადგენს.
კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი, მალხაზ ბეგიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, დავით ჯანიკაშვილი ქალაქ წნორის სარეკრეაციო ზონის სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
პროექტის ფარგლებში აშენდა ამფითეატრი, შადრევანი, საბავშვო გასართობი მოედნები, მოეწყო გარე განათების და წვეთოვანი სარწყავი სისტემა.
აქტიურად მიმდინარეობს 1 ჰა-ზე გაშენებული სარეკრეაციო ზონის გამწვანების სამუშაოები.
პროექტის მიზანია სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ და ეკონომიკური საქმიანობით ყველაზე აქტიურ ქალაქ წნორში, ადგილმდებარეობისა და ადამიანური რესურსების გამოყენებით, ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა და საინვესტიციოდ მიმზიდველი გარემოს შექმნა.

 

Share page