წლის საუკეთესო მასწავლებლების დაჯილდოება
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის პედაგოგებმა გაზაფხულის დადგომა ღონისძიებით აღნიშნეს. საღამო საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ლია ბეჟაშვილმა გახსნა, რასაც პედაგოგთა დაჯილდოება მოჰყვა.
მერის, მალხაზ ბეგიაშვილის ინიციატივით დაარსდა ნომინაცია, - წლის საუკეთესო მასწავლებელი, რომელიც ყოველ წელს საუკეთესო პედაგოგებს გამოავლენს.
წლევანდელ ღონისძიებაზე წლის საუკეთესო მასწავლებლად 22 პედაგოგი დასახელდა. ისინი მადლობის სიგელით და სპეციალური პრიზით დაჯილდოვდნენ, ასევე, ლია ბეჟაშვილს განათლების სიტემაში შეტანილი წვლილისთვის სიგელი გადაეცა.
მადლობის სიგელები პედაგოგებს მოწვეულმა სტუმრებმა, - მალხაზ ბეგიაშვილმა, მისმა მოადგილემ, გოჩა ვარდიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ვანო მირიანაშვილმა გადასცეს.
ამავე საღამოს, პედაგოგ იზა ბუღათლიშვილს რესპუბლიკის დამსახურებული მასწავლებლის წოდება და შესაბამისი ჯილდო გადაეცა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს მათ მიღწეულ წარმატებას.